ქართული არმიის შეიარაღება

Posted: მაისი 15, 2011 in სამხედრო სიახლეები

სახმელეთო ჯარები
საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება მხოლოდ სახმელეთო ჯარებისაგან, თუმცა მე შემდეგში ცალკე განვიხილავ საჰაერო ძალებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი გიორგი კალანდაძე. ქართული არმიის შეიაეაღებაში შედის 186 T-72-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკი (40 განვითარებულია ებრაელების მიერ T-72Sim1-ის დონეზე). ასევე საქართველოს ჰყავს 20-მდე T-55.

ქართული T-72 დინამიური დაცვის ფილებით

ქართული T-72 დინამიური დაცვის ფილებით

რაც შეეხება ჯავშანტრასპორტიორებს, ქართულ ჯარს ჰყავს 75 BTR-80, 45 BTR-70, ასევე 90 თანამედროვე თურქული Ejder-ი, ქაბულში ფრანგული კონტიგენტის შემადგენლიბაში მყოფი ქართულ ასეულის შემადგენლობაშია Renault VAB-ის და VBL-ის ჯვშანტრანსპორტიორები, Humvee-ის ტიპის ჯიპები კი საქართველოს ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა მიეღო, მაგრამ აგვისტოს ომის დაწყების გამო მათი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. 2009 წელს კი თავდაცვის სამინისტრომ გამოაჩინა სურათები როლებზეც Humvee-ის ტიპის ჯიპები ჩანდა. 2008 წელს შსს-მ, ხოლო 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაში მიიღო Otokar Cobra. 300 ერთეული სახმელეთო ჯარების შეიარაღებაშია.
საჰაერო ძალები
სამხედრო-საჰაერო ძალები შეიარაღებული ძალების გაუქმებული კომპონენტია. მისი პერსონალი გაუქმებამდე და სახმელეთო ჯარებთან შერწყმამდე 3000 კაცს შეადგენდა.
ებრაული Elbit Hermes-ის მიერ მოდერნიზებული Su-25

ებრაული Elbit Hermes-ის მიერ მოდერნიზებული Su-25

საჰაერო ძალები შეიარაღებას შეადგენს 9 Su-25 (რომლებზეც ებრაელების მიერ დაყენებულია ღამის ხედვის, ნავიგაციის და დამიზნების ახალი სისტემები), 7 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები L-39 Albatros-ი, 12 საბრძოლო ვერტმფრენი Mi-24 და 18 სატრანპორტო Mi-8.
2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიოდა საზენიტო დივიზიონი, რომელიც კოპიტნარში იყო დისლოცირებული. ამ შენაერთის შეიარაღებაში იყო საზენიტო 9K37 Buk-ი, ZSU-23-4 Shilka, 9K33 Osa და რათქმაუნდა აგვიტოს ომის დროს რუსების ყველაზე დიდი მოულოდნელობა ებრაული SPYDER-ები, რომელთა Python 5-ის რაკეტების რომ არ გაგვთავებოდა რუსეთის საჰაერო ჯარების დანაკარგი გაცილებით დიდი იქნებოდა.
საზენიტო კომპლექსი 9K33 Osa

საზენიტო კომპლექსი 9K33 Osa

დატოვე კომენტარი