Posts Tagged ‘მე-4 და მე-7 ბაზები’

გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი

გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი

რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი ოთხი დღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 (ცხინვალის) და მე-7 (გუდაუთის) სამხედრო ბაზების საბრძოლო მომზადების, კადრების დაკომპლექტების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალური მხარდაჭერის შესამოწმებლად.
ვლადიმერ ჩირკინმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი დაკავშირებულია სამაჩბლოში რუსული სამშვიდობო ძალების შემოსვლის მე -20 წლისთავთან. მან განაცხადა, რომ 1992 წელს რუსმა სამხედროებმა „გადაარჩინეს“ ეთნიკური ოსები გენოციდისგან.
„2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაიწყო სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მათ ქმედებებს რუსეთმა ადეკვატური პასუხი გასცა.“
სახმელეთო ჯარების სარდალი ეწვევა ცხინვალში, ჯავაში, გუდაუთასა და სოხუმში რუსულ გარნიზონებს, სადაც განლაგებული სამხედრო შენაერთები, შესაბამისად, მე-4 და მე-7 რუსული სამხედრო ბაზებში.
ვლადიმერ ჩირკინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლებაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მე-4 და მე-7 ბაზებში დისლოცირებული სამხედროების საბრძოლო მზადყოფნას. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი მინიშნება იყო საქართველოს მთვრობისთვის „კავკაზ 2012“-ის წინ, რომ რუსეთი დე-ფაქტო რეგიონების დასახმარებლად ისევ ყოველგვარ ძალას გამოიყენებს ომის შემთხვევაში.