პირველი ქართული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი

Posted: მარტი 18, 2012 in არტილერია, სამხედრო სიახლეები, სახმელეთო ჯარები
ტეგები:, , ,

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების 122 მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ -ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ.
აღნიშნული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საარტილერიო ბატარეების და საკომანდო პუნქტების გასანადგურებლად.
საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც უზრუნველყოფს ხუთ კაციანი გათვლის დაცვას ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან.მანქანა შექმნილია კრაზის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე, საცეცხლე ნაწილში კი გამოყენებულია სტანდარტული 122 მმ იანი 40 მიმმართველიანი მრავალჯერადი მეტალის პაკეტი.
ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” ბაზაზე შეიქმნა.
 ამ დანადგარის სროლის მაქსიმალური სიშორე როგორც ხედავთ 40 კმ-ია რაც 122მმ-იანი ზალპური ცეცხლის დანადგარისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. რაც მთავარია ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქართველმა კონსტრუქტორებმა დააკოპირეს BM-21 Grad-ის ან RM-70-ის რაკეტები, რადგან მათი სროლის მაქსიმალური მანძილები ახლოსაც ვერ მივლენ ქართულ ანალოგთან(BM-21 Grad-ის და RM-70-ის სროლის მაქსიმალური მანძილი 21 კმ-ია, მაშინ როცა ქართული დანადგარის 40კმ). უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენმა მეცნიერებმა შეძლეს მყარი საწვავის შექმნა(რაკეტებისთვის) რაც მათი ცოდნის მაღალ დონეზე მიუთითებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ეს ჩვენი “რომელიმე” მოკავშირის საჩუქარი იყოს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s